"ინტერის" მცველის დუგლას მაიკონის მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. ბოლო პერიოდია მისი შეძენით მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" აქტიურადაა დაინტერესებული, ორივე კლუბი მზადაა მის შესაძენად 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.  ჟოზე მაურინიო, რომელიც "ინტერში' მაიკონის მწვრთნელი იყო აცხადებს რომ სურს 29 წლის ბრაზილიელი მცველი "გალაქტიკოსების" შემადგენლობაში იხილოს, მაგრამ არის მეორე ვარიანტიც, რომ დუგლასი ინგლისში ასევე ყოფილ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან წავიდეს, მაგრამ როგორც ფებურთელი აცხადებს, რომ ახლა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებულიო.
"ერთადერთი რაზეც ეხლა ვოცნებობ ამ სეზონში მეოთხე ტიტულის მოგებაა, ამ სეზონში უკვე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი და იტალიის ჩემპიონატი, ახლა მსოფლიო ჩემპიონატის რიგია. მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დავუბრუნდები საკითხს, თუ სად გავაგრძელო კარიერა.ვფიქრობ მშვიდად შევძლებ ამ საკითხის გადაწყვეტას "ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატთან."
ავტორი: გიგა თედორაძე
|