"რომასთან" მატჩი მე–200 იყო "ინტერის" მარჯვენა მცველის დუგლას მაიკონისათვის. ამასთან დაკავშირებით ბრაზილიელი კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას გაესაუბრა 
"200 მატჩი "ინტერის' მაისურით – ჩემთვის დიდი პატივი და სიამაყეა. იმედი მაქვს კიდევ ბევრ თამაშს ჩავატარებ ამ გუნდის მაისურით. ამ დროის განმავლობაში მე 16 გოლის გატანა შევძელი და იმ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელისათვის, რომელ პოზიციაზეც მე ვთამაშობ ეს კარგი შედეგია.
2010 წელი? ეს დიდი მიღწევების წელი იყო, მივიღე ასევე ინდივიდუალური ჯილდოები, რომლებიც ჩემი თანაგუნდელების დიდი დამსახურებაცაა. მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა.
"რომასთან" მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც "იუვენტუსთან" და "ფიორენტინასტან" მომავალი დაპირისპირებები. თავს კარგად ვგრძნობ და მიხარია რომ ჯამრთელობის პრობლემა არ მაქვს, მინდა კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშო.
პაცინი? ის შესანიშნავი თავდამსხმელია, მისი სტილი ძალიან გავს კრესპოს სათამაშო სტილს მიხარია მის გვერდით თამაში."
|