"ეხლა სულ სხვა დროა და თითოეულ მატჩს თავისი ისტორია აქვს – ასე დაიწყო ლეონარდომ პრესკონფერენცია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ, სადაც ერთმანეთს გასული წლის ფინალისტები "ინტერი" და "ბაიერნი" დაუპირისპირდებიან. 
" რათქმაუნდა მატჩს იმ ფეხბურთელებით დავიწყებ, რომლებიც ყველაზე კარგ ფორმაში არიან. ჩემპიონატი – ერთია და ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა საქმეა.
დიახ, მე ვუყურე მადრიდულ ფინალს და შეიძლება ჩემი სიტყვები სხვაგვარად იქნეს ინტერპრეტირებული, მაგრამ მე "ინტერს" ვგულშემატკივრობდი.
– ვან გაალის გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები?
ძლიერი და სუსტი მხარე ყველა გუნდს აქვს.
თანახმა ვარ თუ არა 3–2 გამარჯვებაზე?
ჩვენ უკვე ვიცით რას ნიშნავს ასეთი ანგარიში ევროპულ საერთაშორისო ტურნირებზე. განსხვავებით სერია ა–საგან ჩემპიონთა ლიგაზე ეს არ არის კარგი შედეგი
"ინტერი" მოქმედი ჩემპიონია და მას ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. "
|