სრულიად ლოგიკური სურვილი აქვს "ინტერის" მწვრთნელ ლეონარდოს, ასეთ შემთხვევაში მისი გუნდი შეძლებს გაუტოლდეს ნეაპოლელებს და მიუახლოვდეს სატურნირო ცხრილის ლიდერს 
"იმედია ეს მატჩი ფრედ დასრულდება, ნებისმიერ შემთხვევაში ამ მატჩის შედეგი არ არის გადამწყვეტი.
მარცხი "ბაიერნთან"? არაფერი არ არის თავიდან დასაწყები, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით.
სეზონის ამ ეტაპზე ყოველი ქულა ძალზე ღირებულია. ვფიქრობ მომდევნო სამი–ოთხი მატჩი გადამწყვეტი იქნება. თებერვალი და მარტი სეზონის კრიტიკულ თვეებად ითვლება, მაშინ ხდება ცნობილი ვინ რისი პრეტენდენტია. დარწმუნებული ვარ ინტრიგა ჩემპიონატში ბოლომდე შენარჩუნდება."
|