მილანის "ინტერის” ნახევარმცველი რიკარდუ კუარეჟმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბის შეცვლას აპირებს.
პორტუგალიელ ფეხბურთელს, რომელსაც იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს, ასეთი ნაბიჯისკენ სათამაშო პრაქტიკის უქონლობა უბიძგებს – განვლილ სეზონში მან მოედანზე მხოლოდ 432 წუთი გაატარა. 
"თუ კვლავ სათადარიგოთა სკამზე უნდა ვიჯდე, "ინტერში” დარჩენის აზრს ვერ ვხედავ. არსებულ ვითარებაში, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მაურინიოს დანაშაულს ვერ ვხედავ. ის უდიდესი მწვრთნელია. რაც შეეხება ჩემს მომავალს, არა მგონია, სამშობლოში დავბრუნდე, რადგან იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები უფრო მომწონს. თუმცა, ახალი კლუბის არჩევაში მთავარი კრიტერიუმი საკმარისი სათამაშო დროის ქონა იქნება” - ციტირებს 26 წლია კუარეჟმას სიტყვებს Corriere dello Sport-ი.
"ინტერმა” კუარეჟმა 2008 წელს "პორტუდან” 18,6 მილიონო ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ის გასულ წელს ნახევარი სეზონით ლონდონის "ჩელსიში” იყო განათხოვრებული. ავტორი: გიგა თედორაძე
|