2012–2013 წლების სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე იტალია ოთხის ნაცვლად სამი გუნდით დაიწყებს. 
ბოლო ათი წლის მანძილზე აპენინური კლუბების არცთუისე წარმატებული შედეგების შემდეგ უეფა–ს რეიტინგში იტალიამ ქულები დაკარგა.საკლუბო რეიტინგს 82.928 ქულით ინგლისი დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე ადგილზე ესპანელები არიან (77.329 ქულით). გერმანელებს 68.103 ქულა გააჩნიათ, ხოლო იტალიელებს - 59.981 ქულა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპენინური კლუბები ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგებას მოახერხებენ, გერმანელთა ჩამოტოვებას მაინც ვეღარ შეძლებენ.
2012–13 წლიდან ორი იტალიური კლუბი პირდაპირ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე, მესამეს კი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს.ასევე 2011-12 წლებში სერია ა–ში მე–6 ადგილზე გასული გუნდი ვერ მოხვდება ევროპულ ტურნირებზე
|