მატჩის დასრულების შემდეგ "ინტერის" ფეხბურთელებმა: ხავიერ ძანეტიმ, ესტებან კამბიასომ, ხარჯამ და სეზარმა კომენატრები გააკეთეს 
ძანეტი:
"საწყენია ტაბლოზე ასეთი შედეგის დანახვა, მსგავსი თანაბარი თამაშის შემდეგ. ეს იყო ორი მაღალი კლასის გუნდის დაპირისპირება, რომლებმაც შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს. ისღა დაგვრჩენია ჩავიდეთ მიუნხენში და საპასუხო გოლი გავიტანოთ. დარწმუნებული ვარ რომ ამის არაერთი შანსი გვექნება. ეხლა დაჯდომის და ტირილის დრო არ გვაქვს, წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველის "სამპდორიასთან".
კამბიასო:
"ეს იყო ორი ტექნიკური გუნდის თამაში. ბავარიელების კოზირი ბურთის კარგი ფლობა იყო, რომელსაც მწვავ კონტრშეტევებით ვპასუხობდით. სამწუხაროა რომ თანაბარ ორთაბრძოლაში დავმარცხდით."
ხარჯა:
" მიუხედავად მარცხისა მე ოპტიმისტურად ვუყურებ საპასუხო მატჩს. მინდა ვუთხრა ბიჭებს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ "ბაიერნს" გერმანიაში. გუნდში ნამდვილი ჩემპიონები თამაშობენ, რომლებიც შეძლებენ ყველაფრის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნებას."
სეზარი:
" მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს და ჩემს თანაგუნდელებს... ძალიან ვწუხვარ, ასეთ რთულ მომენტში რომ საფრთხეში ჩავაგდე გუნდი.'
|