"ინტერის" რამდენიმე ფეხბურთელმა "ბარისთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარები გააკეთეს 
მატერაცი: "მნიშვნელოვანია გამარჯვება"
"ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულის აღება შევძელით. ჩვენ სრული უპირატესობა გვქონდა, თუმცა შიგადა შიგ ისინიც კარგად თამაშობდნენ. სნეიდერის შემოსვლის შემდეგ კიდევ უფრო უკეთ ავთამაშდით. ვესლიმ ნახევარდაცვა და თავდასხმა დააბალანსა.
კომენტარი კივუს ეპიზოდზე:
" ვფიქრობ კრისტიანი სულელურად მოიქცა, მაგრამ მან ბოდიში მოიხადა."
"წინ სამი მნიშვნელოვანი მატჩი გველის "რომასთან", "იუვენტუსთან" და "ფიორენტინასთან", ჩვენ უნდა შევძლოთ მათი მოგება."
ჟულიო სეზარი: " მიხარია რომ კარი მშრალად შევინარჩუნეთ"
"დღეს ძალიან ციოდა.მეც ბევრი სამუშაო არ მქონდა,მაგრამ ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მიხარია, რომ დავუბრუნდი მოედანს და როგორც იქნა კარის მშრალად შენარჩუნებაც მოვახერხეთ. "
ძანეტი:"შესაფერის დროს ველოდით"
"ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. რთული მატჩი იყო და "ბარიმ" კარგი თამაში აჩვენა. დღეს რისკზე წასვლას ვერ ვბედავდით, 'ბარი" ჩვენს შეცდომას, ჩვენ კი შესაფერის მომენტს ველოდით.
ნაგატომო კარგი ფეხბურთელია, ჩვენს დიდ ოჯახში იაპონელს აქამდე არ უთამაშია."
ხარჯა:" მინდა ლეონარდოს ნდობ მოვიპოვო"
" გოლი ძმას მივუძღვენი, რომელიც ორი დღის წინ დაიკარგა. მე არ შემიძლია მაროკოში წასვლა, რათა ამ მძიმე წუთებში ჩემი ოჯახის გვერდით ვიყო.
"ბარისთან" მატჩით კმაყოფილი ვარ და ახლა "რომასთან" დაპირისპირებაზე ვფიქრობ.
პირველ ნახევარში შემეძლო უკეთ მეთამაშა, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ იმით რომ მოვახერხე ანგარიშის გახსნა და ჩემი პარტნიორების დახმარება. მინდა ლეონარდოს ნდობა მოვიპოვო."
|