შაბათი, 21.06.2025, 00:37
დავამარცხოთ ტოტალიზატორი
 
ჰიმნი

საიტის მენიუ

ჩემპიონი


მინი-ჩეთი

Sneijder Wesley


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2010 » მაისი » 23 » "ინტერის სული"
17:43
"ინტერის სული"

მებრძოლი სული

მილანის "ინტერი", გუნდი რომელმაც, 2010 წელს ახალი და მეტად პრესტიჟული "იმიჯი" შეითავსა - "გამარჯვება სიცოცხლის ფასად", ჟოზე მაურინიოს გუნდს, სწორედაც რომ ასეთი დევიზი შეეფერება. მილანელმა ფეხბურთელებმა, გულშემატკივართა სიმპათია მაშინ გაიღრმავეს, როდესაც მათ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი კლუბი, ლონდონის "ჩელსი" გამოთიშეს ასპარეზობას... შემდეგ იყო, კატალონიის "ბარსელონა", რომელმაც საბოლოო "ფურორი" მოახდინა საფეხბურთო სამყაროში, დაიმსხვრა მითი, "ბლაუგრანას" უძლეველობის შესახებ, ეს კი მართლაც ნამდვილი სასწაული იყო. სეზონის დასაწყისში, მაურინიოს შეგირდებს, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად არავინ მიიჩნევდა... ევროპელ ქომაგებს კვლავ "ბარსელონა" მიაჩნდათ ლიგის ფავორიტად, თუმცა ჟოზემ, ე.წ ფიზიკური კანონი დაარღვია და დაუმარცხებელი გუარდიოლა ესპანეთში, უტიტულოდ გაისტუმრა.

 უესლი სნეიდერი (მადრიდის ფაქტორი)

მილანის "ინტერის" რიგებში, ერთი ძალიან საინტერესო წარსულის მქონე ფეხბურთელი ირიცხება. იგი, "ნერაძურას" გასული წლის აგვისტოში შეუერთდა და მაურინიოს გუნდის დასაყრდენ ძალადაც იქცა. ეს ფეხბურთელი, ყოფილი მადრიდისტა და აწ ინტერისტა უესლი სნეიდერია. ადამიანი, რომელიც თავისი სათამაშო სტილით ყველასგან გამოირჩევა, იგი მებრძოლი და რაც მთავარია ჭეშმარიტი ჰოლანდიური ფეხბურთის მიმდევარია, რომელმაც ლეგენდარული იოჰან კრუიფის მშობლიურ ნაკრებში სათანადო ადგილი დაიმკვიდრა და ევროპელ გულშემატკივართა უდიდესი ნაწილის სიმპათიები დაიმსახურა... სნეიდერი, მადრიდული ფინალის მასპინძელადაც შეგვიძლია მოვნათლოთ, რადგანაც უესლი მადრიდელი გულშემატკივრის საყვარელი ფეხბურთელია, რომელსაც 22 მაისს, "სანტიაგო ბერნაბეუს" ტრიბუნებიდან, ესპანელ ქომაგთა უდიდესი ნაწილი დაუჭერს მხარს.

ჟოზე მაურინიო

და ბოლოს... ჩემპიონთა ლიგის ყველაზე დიდი გასაღები პორტუგალიიდან... ადამიანი, რომელიც გენიოსად მონათლეს, მწვრთნელი რომელიც ან უყვართ ან სძულთ, პიროვნება, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია... თქვენს წინაშეა, ჟოზე მაურინიო... ალბათ, მილანური გრანდის წარმატების მთავარი შემოქმედი სწორედ რომ ჟოზე მაურინიოა. ადამიანი, რომელმაც მილანის "ინტერის" დიად ისტორიაში, ახალი ერა შექმნა, მან ხომ "ნერაძურას" 40 წლიანი, უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. მაშ ასე, ხვალ, "სანტიაგო ბერნაბეუს" დიდებულ არენაზე, კიდევ ერთ გამოცდას გაივლის, ჟოზეს დაუმარცხებელი მექანიზმი, რომელმაც ლონდონურ-კატალონიური დაუძლეველი ბარიერები გადალახა...

ავტორი: გიგა თედორაძე

ნანახია: 655 | დაამატა: gigu7a | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჰიმნი

w


შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ჩანაწერების არქივი

ჩემპიონთა ლიგა 3


ფორმა

ლინკები
inter.it
lequipe.fr
gazzetta.it
marca.com
www.figc.it
bari91.com
www.as.com
bundesliga.de
sportsaim.com
soccerway.com
sportinglife.com
interpersempre.com
translate.google.com
Gigusha.wen.ru

რეკლამა

სექსი

w


TAGS
2012 pes PES 2012 motociklet fokus how naruchnikebi tokvi giga ინტერ snaigė Sneider champions league მე_3 ტური hulk porto Brazilia interes moutinio transfer coutinio intera Sandro Galli pandev ranieri skudeto gogo saraeva Viktoria eto'o wesliy cievo Claudio არასდროს სნეიდერი chievo motta მე_8 ტური Zanetti მე_8 მიმოხილვა 1-1 მე_9 ტური siti militi xame Julio Juve masimo გაცხარება duglas lazareti diego milito samueli cambiaso INTER MILAN by: intera Zaneti GooL Sneijder esteban cambiaso tedoradze inter 2-1 lille interi lili სერია A anji რეკორდი ძანეტი გადაიდო esteban cambiasso vesly sneijder diego militoo wasvla shectomebi შეცტომები zarate coutinioo tedoradzee sneijder by: intera Wesli Sneijder By: intera Sneider BY By: Tedoradze brazil. diego forlan SNEIDER By: intera ETOO By: INTERA Sneijder BY: tedoradze CAMBIASSO BY: TEDORADZE milan SNEIJDER BY: GIGA TEDO Davit Suazo MAICON BY: TEDORADZE uzlieresi goli cambiaso by: inter Samuel eto'o Zanetti By: Tedoradze Eto'o By: Tedoradze Cambiasso By: interaa Zanetti Milito By: Tedoradze forma baloteli უესლი nagatomo ჯენოა - ინტერი 0:1 ჯენოა 0:1 კალაძე kenwiskra მე–15 ტური deshami moratti მე-16 ტური chivu ათასჯერ პრობლემა ronaldo spaleti transferi კრასიჩი მოტა სარატე და სნეიდერი ფორლანი ვილია 5:0 ინტერი-პარმა 5:0 ძანეტ დიდი შოუ მზად Milan Inter 0-4 best goals derbia ჯონათანი მილანი - ინტერი გადამწყვეტი stancovic პსჟ-მაიკონი madonina2012 მილანი-ინტერი 0:1 25 მილიონ მატერაცი ინტერი vs ჯენოა მაიკონს ახალი მოტა პსჟ-ში? გეგმებზე ინტერი მეოთხეა inter 2-1 lacio ფორლანი კმაყოფილია Juan Jesus სარატე იჯარით Napol 2-0 inter დრაქსლერი 8მილიონი ეცოტავა ოლიმპიადა? მიგელ ველოზუ Claudioo რევოლუცია სატრანსფერო ფანჯარა 4-4 სამმატჩიანი figu ეტო’ოს ზენიტს უარი სამუელი განიკურნა inter best goal Fred guarin giga tedoradze 0-7 inter 0-7 maicon მაიკონი diego hd player etoy forlan 2-1 catania მე_7 cambiasso lili snaijder Real sport maurinio nacional B ჯგუფი 0-1 video

Copyright MyCorp © 2025