მილანის "ინტერის” ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდის ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ ტრავმა მიიღო. არგენტინელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე მიუნხენის "ბაიერნის” წინააღმდეგ მატჩში ფეხის კუნთი დაეჭიმა. ფეხბურთელი იტალიის თასის გათამაშებაზე "სამპდორიასთან” შეხვედრას გამოტოვებს. როდის დაბრუნდება კამბიასო ლაზარეთიდან, ჯერჯერობით უცნობია. ასევე ეჭვის ქვეშაა ტიაგო მოტას, ანდრეა რანოკიასა და ივან კორდობას თამაში. 
|