მილანის "ინტერი” მოლაპარაკებებს იწყებს გუნდის მარჯვენა მცველ მაიკონთან. 
საქმე კონტრაქტის გაგრძელებას ეხება და მოსალოდნელია სეზონის ბოლოსთვის ამ საკითხის წარმატებით გადაწყვეტა.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელი რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბის სატრანსფერო სამიზნეა. "ინტერთან” მისი კონტრაქტი კი 2012 წლამდე გრძელდება.
გასულ წელს მაიკონით დაინტერესებულები იყვნენ "რეალი” და "მანჩესტერ სიტი”, რომლებიც სავარაუდოდ წელსაც გაუგზავნიან მიმზიდველ შეთავაზებებს ბრაზილიელ ფეხბურთელს.
|