იტალიური მასმედიის წარმომადგელები დღემდე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჟოზე მაურინიოს წასვლის შემდეგ მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ჰოლანდიელი სპეციალისტი გუს ჰიდინკი დაიკავებდა, თუმცა რუსეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის აგენტმა, კის ვან ნიუვენჰეიზენმა ეს ცნობა უარყო.  "გაზეტა დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნიუვენჰეიზენმა აღნიშნა, რომ ჰიდინკს იტალიური მხარიგან ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, ამასთან, მისი აზრით, თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია მის გაშვებას არ მოინდომებს.
შეგახსენებთ, რომ გარდა ჰიდინკისა, "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე როი ჰოჯსონის კანდიდატურაც განიხილება.
|