"ინტერის" კამერუნელ თავდამსხმელ სამუელ ეტოოს სჯერა, რომ "ნერაძური" მაურინიოს გარეშეც გაიმარჯვებს არ შეიძლება ვუარყოთ ის რაც აშკარაა, "ინტერმა" შესანისნავი სეზონი ჩაატარა და ბევრს მიაღწია. მე დიდ პატივს ვცემ ჟოზე მაურინიოს, ყველა ადამიანი თავისუფალია არჩევანის გაკეთებაში, მანაც გადაწყვიტა და წავიდა. მადლობა მას იმისთვის, რომ "ინტერს" ახალი ეტაპის დაწყებაში დაეხმარა.  მე არ ვნანობ იტალიაში გადმოსვლას, ყოველ წელიწადს ერთიდაიგივე გვესმის, პრიმერა დივიზიონი უკეთესია ვიდრე სერია ა, ერთი წლის უკან პირინეიზე გადაინაცვლეს კაკამ, იბრაგიმოვიჩმა და რონალდუმ და რა მოხდა? ჩემპიონთა ლიგა მოიგო "ინტერმა."
მომავალში შევეცდებით წარმატების გამეორებას მაურინიოს შეცვლა გუარდიოლას შეუძლია. იგი მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მწვრთნელია და მორატი სწორ არჩევანს გააკეთებს თუკი ინტერში გადმოიყვანს."
ავტორი: გიგა თედორაძე
|