1999 წელს, აველიანედის "რასინგში” დებიუტის შემდეგ დიეგო მილიტო რეგულარულად ამწუხრებდა მეტოქე გუნდის მეკარეებს, ერთხელ თითქმის "ოქროს ბუციც” მოიგო, მაგრამ ევროპის ტოპ–კლუბებს მისთვის ყურადღება ძალიან დიდხანს არ მიუქცევიათ, მილანის "ინტერმა” არგენტინელი თავდამსხმელი მხოლოდ 29 წლის ასაკში მიიწვია. რატომ? ამაზე პასუხი ისევ ამ გუნდებს უნდა მოვთხოვოთ, დაგვეთანხმებით, დისკოთეკაზე მყოფი ძალიან ლამაზ, მაგრამ მორცხვ და კუთხეში მდგარ გოგონას თუ ვერ შეამჩნევთ, ეს ამ გოგონას ბრალი ყველაზე ნაკლებადაა.  სრული ნახვა
|