"მილანის" მოგებიდან ("იუვენტუსთან" 1:0) ერთ დღეში, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მისმა თანაქალაქელმა და მდევარმა "ინტერმაც" მოიპოვა.
ლეონარდოს გუნდმა "სან სიროზე" "ჯენოა" გაანადგურა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 0:1-ს აგებდნენ (გოლი პალასიომ გაიტანა), მაგრამ მეორე ნახევრის 7-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს და შეხვედრის ბედიც იოლად გადაწყვიტეს.

ჯერ პაცინიმ იხეირა მაიკონის პასით და ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა. ჯენოელებმა ცენტრიდან გაანახლეს თუ არა თამაში, ბურთი იქვე დაკარგეს, მასპინძლებმა კი სწრაფი კომბინაცია გაათამაშეს, რის შემდეგაც, პანდევიმ შორიდან ძლიერად დაარტყა. ედუარდომ მაკედონიელის გასროლა კი მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე ყველას ეტოომ აჯობა და "ინტერი" დააწინაურა.

57-ე წუთზე, ჯენოელები კ
...
კითხვის გაგრძელება »