"ინტერის” გოლკიპერი ჟულიო სეზარი საკუტარ გულშემატკივარს სთხოვს ყურადღება არ მიაქციონ ჭორებს, ვინაიდან ის არ აპირებს მილანის დატოვებას. შეგახსენებთ, იტალიური მედია ბრაზილიელის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობდა, რომლის მიხედვითაც ის "მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდოდა

"ჩემი კონტრაქტი "ინტერთან” 2014 წლამდე გრძელდება. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ არასდროს არ მიმიღია რომელიმე კლუბიდან შემოთავაზება გადასვლის თაობაზე. ამჯერადაც ეს სიტუაციაა, ასე რომ ნუ აყვებით ჭორებს. მე "ინტერში” ვრჩები”.