ზაფხულში "ჩელსის" უმთავრესი სატრანსფერო მიზანი "ინტერის" ნახევარმცველის, ვესლი სნეიდერის შეძენა იქნება. აღნიშნული ინფორმაცია La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა. იტალიური გაზეთის მტკიცებით, ლონდონელები 26 წლის ჰოლანდიელში საფეხბურთო საზომით უკვე საკმაოდ მობერებული და ბოლო პერიოდში ტრავმებმოძალებული ფრენკ ლამპარდის პოტენციურ შემცვლელს ხედავენ.

"არისტოკრატებს" შემტევის ნახევარმცველის პოზიციაზე ლამპარდის ალტერნატივა არ გააჩნიათ. მართალია, გასულ ზაფხულს ლონდონელებმა იოსი ბენაიუნი შეიძინეს, მაგრამ ებრაელ ნახევარმცველს ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. ამასთან, 30-წლიან ზღვარს ისიც გადაცილებულია.
რაც შეეხება სნეიდერს, იგი შესანიშნავ ფორმაშია და ასაკიც ფეხბურთისთვის შესაფერისი გააჩნია. ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. "ინტერთან" ერთად მან 5 ტიტულის მოგება შეძლო, ნაკრების შემადგენლობაში კი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა
...
კითხვის გაგრძელება »