ინტერის თავის ვეტერან ბრაზილიელ მცველს ლუსიოს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს .
Gazzetta dello Sport ინფორმაციით ინტერმა მოლაპარაკებები დაიწყო ლუსიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ახალი ხელშეკრულება ითვალისწინებს კონტრაქტის გახანგრძლივებას 2013 წლამდე, შემდგომში 2014 წლამდე გახანგრძლივებით. ადრე გაჩნდა ინფორმაცია რომ ლუსიო თითქოსდა აპირებდა თავის ყოფილ გუნდში დაბრუნებას–ბაიერნში. მაგრამ როგორც ჩანს ეს ჭორებია და ის კარიერას იტალიაში გააგრძელებას.
რამდენიმე დღის წინათ, "მილანში” არსებული საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, ორ აპრილს გასამართ "მადონინაში” ფავორიტად "ინტერი” ითვლებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ნერაძურის ფაქტობრივად დაცვის გარეშე მოუწევს თამაში. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, "ინტერს” კრისტიან კივუც დააკლდება.
30 წლის რუმინელმა მცველმა, ტრავმა ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო და თუ Football Italia-ს დავუჯერებთ, "მილანთან” მისი თამაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეგახსენებთ, რომ "მილანთან” "ინტერს” ტრავმირებული სამუელი და დისკვალიფიცირებული ლუსიო ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა რანოკიას თამაშიც. თუ კივუმ უახლოეს ერთ კვირაში ვერ მოახერხა გამოჯანმრთელება, მაშინ "მილანთან”, დაცვის ცენტრში, სავარაუდოდ, მატერაცი-კორდობას დუეტი ითამაშებს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, კორდობას 21 მატჩი აქვს ჩატარებული (15 სასტარტოში), მატ
... კითხვის გაგრძელება »
ეს სტატია არ ეხება იტალიურ ფეხბურთს. მაგრამ ეს ეხება ჩვენ ეროვნულ ნაკრებს რომელმაც შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა ხორვატიის ძლიერ ნაკრებთან. გთავაზობთ მიმოხილვას და ვიდეოს გატანილი გოლის.