როგორც ცნობილი გამოცემა talkSPORT – იტყობინება, მანჩესტერ სიტის კაპიტანი, არგენტინელი კარლოს ტევესი, შესაძლოა ზაფხულში იტალიური მილანის ინტერის შემადგენლობაში ვიხილოთ…

გამოცემა გვატყობინებს, რომ კარლოსის აგენტმა კია ჯოორაბჩიანმა მილანის ტევესით დაინტერესების საკითხი, დაადასტურა და სავსებით შესაძლებლად მიიჩნია არგენტინელის იტალიაში გადაბარგება… იტალიური წყაროების თანახმად, ინტერის პრეზიდენტი, მასიმო მორატი, უკვე დიდი ხანია რაც ტევესითაა დაინტერესებული და მზადაა მასში 40 მილიონი გაიღოს. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს თუ რამხელა მითქმა მოთქმა არსებობდა ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით, წინა სატრანსფერო ფანჯრისას, მაგრამ არგენტინელი საბოლოოდ მაინც ნისლიან ალბიონზე დარჩა… ამჯერად როგორც ჩანს ინგლისელებს "აღარ გაუმართლებთ” და მომავალ ზაფხულს კარლოსი, დიეგო მილიტოს მეწყვილედ მოგვევლინება…