ლეონარდოს კომენტარი "ჯენოასთან" მატჩის შემდეგ
" ძალიან ნელ ტემპში დავიწყეთ თამაში და წინა ხაზზე ცუდად ვთამაშობდით, ასევე დიდი სივრცე დავუთმეთ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს და შესაბამისად გოლიც მივიღეთ საკუთარ კარში. მეორე ტაიმმა, რომელშიც გავიტანეთ ჩვენი ხუთივე გოლი, აჩვენა რომ გუნდი შესანიშნავ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაშია. 
დღეს ვნახეთ სიძლიერე ხასიათის, სიამაყის და გადაწყვეტილების მიღების. ჩემ ფეხბურთელებს ერთი საერთო მიზანი, სიძნელეების გადალახვა და დასახული მიზნის მიღწევა, აერთიანებთ.
პანდევს სხვადასხვა პოზიციებზე თამაში უწევს, რაც სირთულეებთან არის დაკაავშირებული. დღეს მან გოლი დაიმსახურა. ვიცი რომ ეს გოლი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ისევე როგორც ჩვენთვის, ყველასთვის.
მე ვფიქრობ რომ "ინტერმა" ძალიან მოუმატა, ჩვენ სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მივიწევთ წინ, ფინიშისაკენ
ეტოო შესანიშნავ სეზონს ატარებს. იგი დიდ პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე და კარგადაც ართმევს თავს, ეს შესანიშნავია.
მას შემდეგ რაც ნაგატომო ჩვენთან გადმოვიდა გამუდმებით გვარწმუნებდა თავის შესაძლებლობებში და დღეს უკვე ნათელია, რომ იგი ნამდვილი პროფესიონალია და ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილიც ხდება.
რაც შეეხება "მილანს" ისინი ლიდერობენ ჩემპიონატს და ეს შემთხვევითი არ არის. ასევე დავამატებ, დერბი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ დარჩენილ 10 შეხვედრაზე.
ლეონარდომ კაპელოს რეკორდი გააუმჯობესა სერია ა–ს 13 მატჩში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 33 ქულა მოაგროვა, კაპელოს შედეგი კი 2004/05 წლებში "იუვენტუსთან" ერთად, 32 ქულა იყო.
ამ ფაქტის გამო ლეოს და კაპელოს ერთმანეთს ადარებენ
" ვფიქრობ ასეთი შედარება არ არის სწორი და ალოგიკურია. კაპელოს დიდ პატივს ვცემ, როგორც დიდებულ სპეციალისტს. სწორედ კაპელომ ჩამომიყვანა იტალიაში, მან ბევრი რამ იცის ჩემზე და ძალიან მადლიერი ვარ მისი. უკეთესია თუკი ასეთ პარალელებს არ გააკეთებთ.
მაურინიოს მიბაძვაზე
" მე საკუთარი მეთოდები მაქვს. მე არ უნდა გავაკეთო ის, რასაც მაურინიო და კაპელო აკეთებდა. სხვისი იმიტაცია ბევრად რთულია ვიდრე თვითონ იმოქმედო. გუნდმა თავად გაანალიზა ყველა თავისი შეცდომა და არანაირი ჯადოსნური სიტყვები არ იყო საჭირო."
|