მასიმო მორატი "უდინეზეს" თავდამსხმელის ალექსი სანჩესის თამაშით აღფრთოვანებულია და განაცხადა რომ მის შეძენაზე ოცნებობს . დონ მასიმოს იმედი აქვს რომ ამ ოცნებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აიხდენს 
22 წლის ჩილელი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონის უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელია და მისი კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა სხვა კლუბების წარმომადგენლების მხრიდანც
"ალექსის სანჩესი მართლაც ფანტასტიური ფეხბურთელია. ეს კარგად იყო ცნობილი რამდენიმე წლის წინაც.
"უდინეზემ" მის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა როგორც სპორტული ასევე ფინანსური თვალსაზრისით."
თავად სანჩესმა განაცხადა,რომ უახლოეს პერიოდში არ აპირებს "უდინეზედან" წასვლას, მაგრამ სავარაუდოდ იგი გუნდს ამ ზაფხულში შეიცვლის.
გარდა "ინტერისა" მისი შეძენა "იუვენტუსს", "ბარსელონას", "ჩ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
645
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
21.03.2011
|
|
"ინტერის" თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი მოუთმენლად ელის თავის პირველ მილანურ დერბს. 
" ეს ჩემი პირველი დერბია და მოუთმენლად ველი. მაგრამ ეს არ იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ოქროს მედლებისათვის. დერბის შემდეგ კიდევ 7 მატჩი გველის. რაც შემეხება მე პირადად, ბოლო ორი თვის მანძილზე ბევრი სასიამოვნო მომენტი განვიცადე და მინდა მეტს მივაღწიო, მოვიგო ტიტულები "ინტერში" ჩატარებულ პირველივე სეზონში."
ნანახია:
669
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
21.03.2011
|
|
ილანის "ინტერის” მთავარი მწვრნელი, ლეონარდო მიიჩნევს, რომ სერია A-ს მომდევნო ტურში, მის ამჟამინდელ და ყოფილ კლუბებს შორის გასამართი დაპირისპირება, სკუდეტოს ბედს ვერ გადაწყვეტს. 
აღნიშნული განცხადება ლეონარდომ მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა გუნდმა "ლეჩე” დაამარცხა და ლიდერ "მილანთან” სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა.
"არ მიმაჩნია, რომ ის გუნდი, რომელიც დერბის მოიგებს, სკუდეტოს აუცილებლად დაეუფლება. ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენ და "მილანს” 7-7 შეხვედრის გამართვა მოგვიწევს, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ ბევრია. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ "ლეჩესთან” მოგების შემდეგ, დერბის ძალიან კარგ ფორმაში ვხვდებით და "მილანს” მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩებით. სწორედ ამიტომ, "მადონინა” ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ არა გადამწყვეტი” – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Football
ნანახია:
604
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
21.03.2011
|
| |