მილანის "ინტერის” მცველი ლუსიო წინასამატჩო კომენტარს აკეთებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "შალკესთან” დაპირისპირებაზე და აცხადებს, რომ მისი გუნდის მთავარი ამოცანა პირველივე წუთებიდან შემტევი ფეხბურთის თამაშია.შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი აღნიშნულ გუნდეს შორის "შალკეს” გამარჯვებით, 5:2 დასრულდა:
"ჩვენ აუცილებლად უნდა გავიტანოთ გოლები პირველი მატჩის ანგარიშის საპასუხოდ. ვფიქრობ მთავარი ის კი არ არის, 4 ბურთის სხვაობით დავამთავროთ ეს შეხვედრა, არამედ მთავარია ჩვენი გასაკეთებელი, პრესტიჟის ქულები მოვიპოვოთ.
"ინტერი” პირველივე წუთებიდან შეუტევს და ვეცდებით გოლი არ გავუშვათ საკუთარ კარში. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იმ შედეგს მივიღებთ რაც ყველას ასე ძალიან გვსურს”.
ნანახია:
620
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
13.04.2011
|
|
"მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ლიდერის, კარლოს ტევესის მილანის "ინტერში” შესაძლო გადასვლის შესახებ ხმების გავრცელება არ წყდება. ცოტა ხნის წინათ, გავრცელდა ცნობა, რომ მილანელები მზად იყვნენ, ტევესის სანაცვლოდ, "ქალაქელებისთვის” 45 მილიონი ევრო გადაეხადათ. The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძური” 27 წლის შემტევში ოცდაათ მილიონსა და დიეგო მილიტოს ჩამოდის.
მიმდინარე სეზონში, მილიტოს საქმეები კარგად ნამდვილად არ მისდის. სერია A-ში, 31 წლის თავდამსხმელმა, საერთო დროის მხოლოდ 40% ითამაშა. გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ არგენტინელი შემტევი სათამაშო ადგილის შეცვლას დასთანხმდება. რაც შეეხება ტევესს, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი "ინტერის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იტალიაში თამაშის წინააღმდეგი არაა. საკითხავი ის დარჩა, შეელევა თუ არა მანჩესტერული კლუბი გუნდის უდავო ლიდერს.
ნანახია:
591
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
13.04.2011
|
|
"შალკესა" და "ინტერის მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციები გამართეს:"შალკეს" მწვრთნელი რაფაელ რაგნიკი მოუწოდებს თავის ფეხბურთელებს ისე ითამაშონ, რომ თითქოს წინა დაპირისპირება 0:0 დასრულდა. "ეს მხოლოდ ერთი ტაიმი იყო, ჩვენ 2:5 გავიმარჯვეთ, მაგრამ თამაში ჯერ არ დასრულებულა." "ინტერის" მწვრთნელი ლეონარდო კი ნამდვილ ბრძოლას გვპირდებარაფაელ რაგნიკი:"ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ამ სულისკვეთებით გავალთ მოედანზე. ჩათვალეთ, რომ პირველი შეხვედრა 0;0 დასრულდა, თამაში ჯერ არ დასრულებულა. წინა მატჩის დაწყებამდე "ინტერს" ყველა ფავორიტად ასახელებდა და ჩვენ აუტსაიდერად გვთვლიდა, მაგრამ ჩვენ დღესაც ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორიც მილანში ვაჩვენეთ. ჩვენ ვუყურეთ "კიევო – ინტერის" მატჩს და ვნახეთ, რომ მათ რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენეს და 4–3–2–1 სქემით ითამაშეს. ნაკლებად მოსალოდნელია ბევრი სიურპრიზი მეტოქისაგან. ჩემთვის მხოლოდ ერთი
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1059
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
13.04.2011
|
|
პირველ შეხვედრებში დაფიქსირებული შედეგების შემდეგ, ძნელია დღევანდელ წყვილებში რაიმე ინტრიგის პოვნა. "ინტერისა” და "ტოტენჰემის” გულშემატკივრების გარდა, ალბათ არავის სჯერა, რომ ეს გუნდები ნახევარფინალში გასვლას მოახერხებენ. შესაბამისად, დღევანდელი დღე ოფიციალურად გაფორმება იქნება იმისა, რაც ცნობილი ერთი კვირის წინათ გახდა.შალკე-ინტერი (პირველი მატჩი 5:2)ზედიზედ ორი კოშმარული მატჩის შემდეგ ("მილანთან” 0:3 და "შალკესთან” 2:5), "ინტერმა” ხასიათი ცოტათი გამოიკეთა და სერია A-ში, "კიევოსთან” 2:0 მოიგო. თუმცა, ვერონელებთან გამართულმა მატჩმაც დაადასტურა, რომ ლეონარდოს გუნდს, დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. სწორედ ამ პრობლემების ხარჯზე მოახერხა "შალკემ” "სან სიროზე” 5 გოლის გატანა და დღეს, როდესაც მილანელები დიდი ძალებით იქნებიან წინ წასულები, რაულსა და მის თანაგუნდელებს, სავარაუდოდ, კვლავ არაერთხელ მიეცემათ სეზარის კარის აღების შანსი. ჩემპიონთა ლიგის ისტორი
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
783
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
13.04.2011
|
| |