Corriere dello Sport-ის ცნობით, მილანის "ინტერის” მთავარ მწვრთნელს, ლეონარდოს, ჩემპიონთა ლიგაზე სამარცხვინო მარცხის შემდეგ, თანამდებობის დატოვება სურდა. 
როგორც იცით, ლიგის მოქმედი გამარჯვებული, 1/4-ფინალის პირველ მატჩში, საკუთარ კედლებში, "შალკესთან” 2:5 განადგურდა. გასაკვირი არაა, რომ ასეთი მძიმე დარტყმის შემდეგ, ლეონარდოს თანამდებობიდან გადადგომის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ იმავე Corriere dello Sport-ის ცნობით, ბრაზილიელი სპეციალისტის თხოვნა "ინტერის” პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ არ დააკმაყოფილა.
ნანახია:
527
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
07.04.2011
|
|
გთავაზობთ "ინტერის" რამდენიმე ფეხბურთელისა და მასიმო მორატის გაკეთებულ კომენტარებს 'შალკესთან" მარცხის შემდეგ 
ხავიერ ძანეტი:" სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ეს იმისთვის არის საჭირო, რომ გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და დავიბრუნოთ გამარჯვების რწმენა და სულისკვეთება. არ შეიძლება ამ ორი მარცხის გამო ხაზი გადაესვას ჩვენს მიღწევებს. ერთად ჩვენ დავაღწევთ თავს ამ რთული სიტუაციიდან." ესტებან კამბიასო:" ჩვენ წავაგეთ მატჩი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის... პირველი ტაიმის დასაწყისში ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს და ორჯერ დავწინაურდით ანგარიშში. შემდეგ კი 10–15 წუთსი ორი გოლი მივიღეთ და თამაში კოშმარად იქცა. ეხლა კონცენტრაცია უნდა შევინაჩუნოთ და პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ. უნდა მოვახერხოთ ყველაფრის გაანალიზება. შანსი ჯერ კიდევ არსებობს. "შალკემ" შეძლო და 90
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
668
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
07.04.2011
|
|
მილანის "ინტერში” მოთამაშე კოლუმბიელი მცველი, ივან კოდობა შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს ბერგამოს "ატალანტაში” ვიხილოთ, რომელიც 2011/2012 წლების სეზონს იტალიის ელიტარულ ლიგაში Serie -ში დაიწყებს.”ატალანტას” პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ პირადი დაინტერესება გამოხატა 34 წლის ფეხბურთელისადმი. 
შეგახსენებთ, რომ კორდობა "ინტერის” შემადგენლობაში 2000 წლიდან ასპარეზობს. მილანური კლუბის რიგებში მან ოთხასზე მეტი შეხვედრის ჩატარება მოახერხა.
ნანახია:
611
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
07.04.2011
|
| |