მილანის ინტერის ნახევარმცველს უესლი სნეიდერს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა წელსაც სურს. 
"ეს ძალიან კარგი იქნება. წარმოიდგინეთ, ჩვენ ფინალში როდესაც გავალთ იქ უდიდესი კლუბი, მადრიდის რეალი დაგვხვდება.
ძალიან გვინდა ლიგა წელსაც მოვიგოთ. იმედი მაქვს ეს ასეც იქნება.
მაგრამ ჯერ შალკე უნდა დავძლიოთ”-განაცხადა სნეიდერმა.
ნანახია:
639
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
05.04.2011
|
|
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ 1/4 ფინალები ინტერი-შალკეს და რეალი-ტოტენჰემის დაპირისპირებებით იხსნება, წარმოგიდგენთ მილანური მატჩის ერთგვარ პრევიუს, სავარაუდო შემადგენლობებსა და საინტერესო ფაქტებს ორივე გუნდის შესახებ.  მასპინძლები გერმანელებს მადონინაში დამარცხების შემდეგ, აშკარად ცუდ ხასიათზე დაუხვდებიან. "ნერაძური” ალბათ მხოლოდ შაბათს გამოუტყდა საკუთარ თავს და შესაბამისად ტიფოზებსაც, რომ ამ სეზონში ორ ფრონტზე ბრძოლა გაუჭირდება და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გასვლის საფასურად სკუდეტო გაიღო. ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცდა დაგეუფლებოდათ სან-სიროზე გამართულ მთავარ იტალიური დერბიში ინტერის უნიათო თამაშის შემხედვარეს. არც ისაა დასამალი, რომ "შავ-ლურჯების” ბრაზილიელი მწვრთნელი ლეონარდო ამ მატჩის შემდეგ სათამაშო ტაქტიკაში კორექტირების შეტანაზე დაფიქრდა და ამას როგორც ჩანს, გააკეთებს კიდეც.
რაც შეეხება შალკეს, გერმანულმა კლუბმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისგ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1056
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
05.04.2011
|
|
თუკი ავტორიტეტულ იტალიურ გამომცემლობას La Gazzetta dello Sport-სავუჯერებთ, მილანის ინტერის არგენტინელი ფორვარდი ძირითად შემადგენლობას უბრუნდება.
თუმცა, ამის შესახებ იტალიაში უკვე რამოდენიმე დღის წინაც წერდნენ. 
ლეონარდოს კი არგენტინელის დახმარება ჩემპიონთა ლიგაზე მართლაც დაჭირდება, რადგან იქ პაცინი ვერ ითამაშებს. ასე, რომ შალკესთან დიეგოს ძირითადში ვიხილავთ
მილანის "ინტერის" არგენტინელ თავდასხმელს დიეგო მილიტოს სჯერა რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში დაამარცხებს გერმანულ "შალკეს"–ს. "მე მჯერა რომ შალკეს გავცდებით, ის კარგი გუნდია და ძლიერი მეტოქეა. ჯვენ ადვილი თამაში არ გველი მაგრამ მე მჯერა ჩემი გუნდის. რაც შეეხება ჩემს ჯამრთელობას მე კარგათ ვგრძნობ თავს როგორც ფიზიკურათ, ის მორალურათ. ეს მძიმე სეზონი იყო და მოხარული ვარ რომ დვბრუნდი მოედანზე. "–განაცხადა ფორვარ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
820
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
05.04.2011
|
|
მილანს მილანური დერბი ძვირად დაუჯდა. 
როსონერის გულშემატკივართა უპასუხისმგებლო ქცევის გამო პასუხისმგებლობა კლუბის ბოსებს დაეკისრათ და საკმაოდ სერიოზულიც.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ინტერთანს შეხვედრის დროს მილანის გულშემატკივარი ლეონარდოსა და სნეიდერს სახეზე ლაზერს ანათებდა.
ასევე საკმაოთ მიუღებელი ბანარების ხილვა იყო შესაძლებელი ტრიბუნებზე, სადაც გულშემატკივარი ლეონარდოს უშვერი სიტყვებით იხსენიებდა.
ნანახია:
539
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
05.04.2011
|
|
მილანის "ინტერის” ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ვესლი სნეიდერი უკმაყოფილო დარჩა მისი თანამემამულის, მარკ ვან ბომელის მიერ "მადონინას” მიწურულს ჩადენილი საქციელით. "ნერაძურის” შემტევის განცხადებით, "მილანის” ნახევარმცველმა მასთან ბრძოლა ბინძური ხერხით გადაწყვიტა.  "შეხვედრის ბოლოს, როდესაც უკვე დამატებული დრო მიმდინარეობდა, ვან ბომელმა ჩემს წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა. რა თქმა უნდა, მაშინვე გამოვხატე ჩემი აზრი და ვუთხარი მას, რომ ეს იყო სრულიად გაუმართლებელი ჯარიმა და ბინძური თამაში. "მილანი” უკვე 3:0-ს იგებდა და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ასეთი ქმედება არ მახასიათებს, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როდესაც მსაჯისგან ყვითელი ბარათის ჩვენება უნდა მომეთხოვა” – ციტირებს სნეიდერის სიტყვებს De Teelgraaf-ი.
ნანახია:
566
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
05.04.2011
|
| |