"მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ლიდერის, კარლოს ტევესის მილანის "ინტერში” შესაძლო გადასვლის შესახებ ხმების გავრცელება არ წყდება.
ცოტა ხნის წინათ, გავრცელდა ცნობა, რომ მილანელები მზად იყვნენ, ტევესის სანაცვლოდ, "ქალაქელებისთვის” 45 მილიონი ევრო გადაეხადათ. The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძური” 27 წლის შემტევში ოცდაათ მილიონსა და დიეგო მილიტოს ჩამოდის.
მიმდინარე სეზონში, მილიტოს საქმეები კარგად ნამდვილად არ მისდის. სერია A-ში, 31 წლის თავდამსხმელმა, საერთო დროის მხოლოდ 40% ითამაშა. გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ არგენტინელი შემტევი სათამაშო ადგილის შეცვლას დასთანხმდება. რაც შეეხება ტევესს, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი "ინტერის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იტალიაში თამაშის წინააღმდეგი არაა. საკითხავი ის დარჩა, შეელევა თუ არა მანჩესტერული კლუბი გუნდის უდავო ლიდერს.
|