"შალკესა" და "ინტერის მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციები გამართეს:
"შალკეს" მწვრთნელი რაფაელ რაგნიკი მოუწოდებს თავის ფეხბურთელებს ისე ითამაშონ, რომ თითქოს წინა დაპირისპირება 0:0 დასრულდა. "ეს მხოლოდ ერთი ტაიმი იყო, ჩვენ 2:5 გავიმარჯვეთ, მაგრამ თამაში ჯერ არ დასრულებულა."
"ინტერის" მწვრთნელი ლეონარდო კი ნამდვილ ბრძოლას გვპირდება
რაფაელ რაგნიკი:
"ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ამ სულისკვეთებით გავალთ მოედანზე. ჩათვალეთ, რომ პირველი შეხვედრა 0;0 დასრულდა, თამაში ჯერ არ დასრულებულა. წინა მატჩის დაწყებამდე "ინტერს" ყველა ფავორიტად ასახელებდა და ჩვენ აუტსაიდერად გვთვლიდა, მაგრამ ჩვენ დღესაც ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორიც მილანში ვაჩვენეთ.
ჩვენ ვუყურეთ "კიევო – ინტერის" მატჩს და ვნახეთ, რომ მათ რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენეს და 4–3–2–1 სქემით ითამაშეს. ნაკლებად მოსალოდნელია ბევრი სიურპრიზი მეტოქისაგან. ჩემთვის მხოლოდ ერთი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი: ოთხი დაცვითი ნახევარმცველიდან, რომელი სამი იქნება ძირითადში.
ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვართ, თუკი ყველა ჯანმრთელად იქნა, გადასაწყვეტია მხოლოდ ის ვინ ჩაანაცვლებს დისკვალიფიცირებულ ჯეფერსონ ფარფანს. "
ლეონარდო:
"არ ვიტყვი, რომ მხოლოდ სასწაული გადაგვარჩენს, მაგრამ გვესმის რომ რთული იქნება სასურველი შედეგის მიღწევა. ბევრი ამბობს, რომ შანსი არ გვაქვს, მაგრამ გამარჯვება, თუნდაც 4 გოლიანი უპირატესობით შესაძლებელია, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილ სპექტაკლს შემოგთავაზებთ.
ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ასეთ მატჩებში მონაწილეობის. ფსიქოლოგიურად შეუძლებელია წინა მატჩის დავიწყება. მოგება 4 გოლიანი უპირატესობით – დიდი გმირობაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისათვის . პირველ მატჩში ჩვენი შეცდომების გამო დავისაჯეთ. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს."
|