გელზენკირხენის "შალკეს” ახალ მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში თავდამსხმელ მარიო გავრანოვიჩის და მცველ კრისტოფ მეტცელდერის იმედი ვერ ექნება. 
გერმანული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდი მილანში, 5 აპრილს "ინტერთან” გასამართი მატჩისათვის ემზადება, მაგრამ ტრავმების გამო, ორი ლიდერის გარეშე მოუწევს თამაში. გავრანოვიჩს კოჭის მყესები აქვს გაწყვეტილი, რის გამოც გუნდს არა მარტო მილანში, არამედ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება. რაც შეეხება მეტცელდერს, მას ბუნდესლიგის XXVIII ტურში "ზანქტ პაულთან” ჩაშლილ მატჩში ცხვირი გაუტყდა და გარკვეული პერიოდით დასვენება მოუწევს.
ნანახია:
689
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
04.04.2011
|
| |