გუშინ, ინგლისური პრესაში გავრცელებული ინფორმაცია დღეს მერსისაიდულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა – რაფაელ ბენიტესი "ლივერპულის” მწვრთნელი აღარაა. 
გთავაზობთ "ლივერპულის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას: "კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ბენიტესს "ლივერპულში” გატარებული 6 წლის გამო და მას სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს. კლუბმა უკვე დაიწყო ბენიტესის შემცვლელის ძებნა და ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას მანამ არ გავაკეთებთ, სანამ ახალ მწვრთნელს არ დავნიშნავთ”. ბენიტესის განთავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა "ლივერპულის” პრეზიდენტმა, მარტინ ბროუტონმა: "ბენიტესი სამუდამოდ იქნება "ლივერპულის” ნაწილი, რადგან მან ისტორიული ჩემპიონთა ლიგის ფინალი გვაჩუქა. თუმცა, წარუმატებელი ბოლო სეზონის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ მასთან თანამშრომლობა გაგვეწყვიტა”. კომენტარი გააკეთა თავად ბენიტესმაც: "დამწუხრ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
662
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
03.06.2010
|
|
გასულ სეზონში, ყველაფრის მომგები ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, მადრიდულ AS-სთან ინტერვიუში აცხდებს, რომ მისი სურვილია თან გაჰყვეს "ინტერის” ყოფილ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს და კარიერა "რეალში” განაგრძოს. 
"ჩემი სურვილი მხოლოდ და მხოლოდ "რეალში” თამაშია. თუ მოვახერხე მადრიდულ კლუბში გადასვლა, ჩემთვის ეს დიდი პატივი იქნება” – აცხადებს ჯერ კიდევ მილანის "ინტერის” მარჯვენა მცველი, რომელიც რა თქმა უნდა, ყოფილი და შესაძლოა მომავალი დამრიგებლის, ჟოზე მოურინიოს მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს: "მოურინიო დიდებული მწვრთნელია, რომელთან ერთადაც ძალზე ბევრი ტიტული მოვიგეთ. მსურს მასთან ერთად კვლავ ვიმუშავო და განვაგრძო წარმატებების მიღწევა”. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, მადრიდულ პრესაში, აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა "რეალის” მწვრთნელად დანიშვნისთანავე მოისურვა მაიკონის თან წაყვანა, ხ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
609
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
03.06.2010
|
|
იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი მარჩელო ლიპი სამხრეთ აფრიკაში 24 ფეხბურთელს წაიყვანს. საქმე ისაა, რომ "იუვენტუსის" ნახევარმცველ მაურო კამორანეზის მცირე ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, მან მუნდიალამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს. ამ შემთხვევაში, "სკუადრა აძურას" სამუნდიალო განაცხადში კამორანეზის ადგილს "კალიარის" შუახაზელი ანდრეა კოსუ დაიკავებს. 
"გადავწყვიტე, სამხრეთ აფრიკაში განაცხადს მიღმა დარჩენილი ერთი ფეხბურთელი წავიყვანო. ეს კოსუ იქნება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კამორანეზის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თუკი მაურომ მწყობრში ჩადგომა ვერ მოასწრო, მას კოსუ შეცვლის. საბოლოო შემადგენლობის დასახელება ძალიან ძნელი იყო. განსაკუთრებით როსისთვის გამიჭირდა უარის თქმა. მაგრამ ჩემს პრიორიტეტს ტაქტიკური სქემები წარმოადგენს. შემადგენლობაც ამის მიხედვით ავარჩიე", - ამბობს ლიპი. Football Italia-ს მტკიცებით, "სკუადრა აძურას" თავკაცი მომზადების პე
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
688
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
03.06.2010
|
|
მარკო მტერცაის არ სურს გუნდის დატოვება და კარიერის გარძელება ინტერში სურს.
"მე კონტრაქტი მაკავშირებს ინტერთან და შევასრულებ ბოლომდე. მე მინდა კიდევ რამდენიმე ჯილდოს მოგება ინტერთან. ჩემი კონტრაქტი 2012 წლეს იწურება და მინდა მანამდე ინტერში ვითამაშო."

ნანახია:
781
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
03.06.2010
|
|
3 მილიონი ევრო კონტრაქტის შეწყვეტისთვის
ყველაფერი იქით მიდის, რომ "ლივერპულისა” და რაფაელ ბენიტესის გზები გაიყოფა. ბრიტანული გამომცემლობა "The Times” იტყობინება, რომ მერსისაიდულ კლუბს გადაწყვეტილი აქვს შეწყვიტოსკონტრაქტი ბენიტესთან და ამისთვის მას 3 მილიონ ევროს სთავაზობენ. 
ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ კლუბსა და მწვრთნელს შორის 2009 წელს გაფორმდა 5 წლიანი კონტრაქტი რომლის მიხედვითაც ბენიტესს 18 მილიონი უნდა მიეღო, თუმცა მერსესაიდული კლუბი ფინანსურ კრიზისშია და ასეთი ხარჯების გაწევა არ შეუძლია. ბოლო დროს წამყვანი სპორტული გამომცემლობები სულ უფრო და უფრო ხშირად უკავშირებენ რაფაელ ბენიტეს "ინტერს” და მოვლენების ასეთ განვითარებს წინ თითქოს არაფერი უდგას .
ნანახია:
674
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
03.06.2010
|
|
მილანის "ინტერისა” და კამერუნის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა სამუელ ეტოომ ფიფა გააკრიტიკა - რა მეთოდებით ავლენთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულს, ჩემამდე არ დადისო. 
"მე ვერასოდეს გავხდები მსოფლიოს საუკეთესო. გახსოვთ, რა მოხდა 2009 წელს? იმ სეზონში 40 გოლი გავიტანე, სამი დიდი ტიტული მოვიგე "ბარსელონასთან” ერთად და გუნდის ტრიუმფში მოზრდილი წვლილი შევიტანე, მათ კი საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში შეიყვანეს კაკა, ხოლო მე გარეთ დამტოვეს. როცა ამდენი გოლის გატანის მიუხედავად, ხუთეულს მიღმა დავრჩი, ესე იგი, ძნელად თუ როდესმე მეღირსება საუკეთესოებში დასახელება. ამ ტიტულს ვერასოდეს მოვიგებ” – უთხრა ეტოომ ჟურნალ kick off–ს.
ნანახია:
772
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
03.06.2010
|
|
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი აცხადებს,რომ მექსიკის ნაკრებთან ამხანაგური თამაში,რომელიც ხვალ შედგება,მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების დასკვნით ეტაპს წარმოადგენს. 
დღევანდელ ვარჯიშზე მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა სამი თავდამსხმელით იაკინტა–დი ნატალე–ჯილარდინოთი, ითამაშა და სავარაუდოდ მათ ერთად ვიხილავთ ხვალ მოედანზე. "მექსიკასთან თამაში მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების გადამწყვეტი და დასკვნითი ეტაპი იქნება.ჩვენ ვცდით იმ ტაქტიკით თამაშს რომელსაც ბოლო დღეებია ვიყენებდით."
ნანახია:
702
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
03.06.2010
|
|
იტალიური "მილანის" თავდამსხმელმა მარკო ბორიელომ თანაქალაქელი "ინტერის" ახალგაზრდა ფორვარდ მარიო ბალოტელის "როსონერიში" გადაბარგება ურჩია.  "არ მესმის "ინტერის" ფანების, რომლებიც მას გამუდმებით უსტვენენ. ამავე დროს ვხედავ, რომ ბალოტელი "ნერაძურიში" ბედნიერი არ არის, შესაბამისად, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომაც ის ჩვენთან არ უნდა გადმოვიდეს. "მილანში" მას ერთიანი, მეგობრული და მყუდრო ატმოსფერო დახვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მიეცემა", – ამბობს ბორიელო.
ნანახია:
677
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
03.06.2010
|
|
კაპელომ ახალი კონტრაქტით "ინტერს" ოცნების შანსიც არ დაუტოვა
ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ ბრიტანელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. უფრო სწორად, მხარეებმა ძველ ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილება შეიტანეს, რომელიც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე გუნდში კაპელოს დარჩენის გარანტიას იძლევა. ამით, "დონ ფაბიომ" საბოლოო წერტილი დაუსვა "ინტერში" მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს. 
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასა და იტალიელ სპეციალისტს შორის გაფორმებულ ძველ კონტრაქტსაც ვადა 2 წლის შემდეგ ეწურებოდა, მაგრამ მასში იყო ერთი პუნქტი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მხარეებს ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას აძლევდა. სწორედ ამ პუნქტის გამო, კაპელო ათასგვარი ჭორების ობიექტად იქცა. ყველაზე ხშირად მას "ინტერის" თავკაცის პოსტზე, ჟოზე მ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
781
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
03.06.2010
|
| |