არგენტინელ მცველს ნიკოლას ბურდისოს უნდა რომ კარიერა რომში გააგრძელოს, სადაცის არენდის წესით თამაშობს და ინტერის საკუთრება გახლავთ. "ინტერთან მე დავამთვარე, ეს გვერდი მე გადაფურცლე, მე გავაკეთე ჩემი არჩევანი რომელიც ადრე რამდენჯერმე განვაცხადე. ეხლა ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული, იმედია ყველაფერი მოგვარდება და მე ჩემთავს რომას დაუთმობ. " 
ნანახია:
742
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
09.06.2010
|
|
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე ჟულიო სეზარი სასტარტო შემადგენლობას მსოფლიოს ჩემპიონატის პირველსავე მატჩში დაუბრუნდება. 
ბრაზილიელთა თავკაცის, კარლოს დუნგას განცხადებით, 15 ივნისს, ჩრდილოეთ კორეასთან შეხვედრაში მისი გუნდის კარს სწორედ სეზარი დაიცავს. როგორც ცნობილია, სეზარმა მცირე ტრავმის გამო ბოლო ამხანაგური მატჩი გამოტოვა, რომელშიც სამხრეთამერიკელებმა ტანზანია 5:1 დაამარცხეს. ბოლო დღეებში, იტალიური "ინტერის” კიპერს სრულყოფილად არც კი უვარჯიშია, მხოლოდ ფიზიოთერაპიის კურსს იტარებდა.
ნანახია:
812
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
09.06.2010
|
|
ყველანი სრულიადში ერთად მივულოცოთ ამ კაცას დაბადების დღე.დღეს 9 ივნისია რაც იმას ნიშნავს რომ დღეს არის ინტერის ერთ-ერთი გამოჩენილი ნახევარმცველის დაბადების დღე "26 წლის გახდა". ვესლიმ ინტერში წელს არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარა მან იტალიაში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია წელს მან Serie A ში 4 გოლი და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა ხოლო ჩემპიონტა ლიგაზე მან 3 გოლის და 6 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.
ვულოცავთ სნეიდერს საქართველოდან დაბადბის დღეს. ღმერთმა დიდხან და ჯანმრთელად გაცოცხლოს და ინტერთან ერთად კიდევ ბევრი ტიტული მოგეგოს

ნანახია:
590
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
09.06.2010
|
|
Goal.com–ის ცნობით, მილანის "ინტერი" ესპანური "ვალენსიას" შემტევი ნახევარმცველით, დავიდ სილვათი დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის გადაბირების მთავარ კანდიდატებად აქამდე "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ითვლებოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მასიმო მორატი მომავალი სეზონისთვის მზადებას ახალი მწვრთნელის მოყვანასთან ერთად სწორედ ამ ტრანსფერზე მუშაობით იწყებს. 
რაც შეეხება სილვას, მის წასვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას ნებისმიერი საფეხბურთო სააგენტოს ვებ–გვერდზე უკვე ყოველდღე შეხვდებით, თუმცა "ღამურების" ხელმძღვანელობა დავიდ ვილას გაყიდვის შემდეგ ყველანაირად ცდილობს წამყვანი ფეხბურთელების გადინება როგორმე შეაჩეროს, ამიტომ ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა წევრის გადასაბირებლად ზემოთხსენებულ გუნდებს სერიოზული ბრძოლის გადატანა მოუწევთ.
ნანახია:
620
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
09.06.2010
|
| |