უახლოესი ერთი-ორი დღის განმავლობაში, ჟოზე მოურინიოს მიერ მიტოვებულ "ინტერს" რაფაელ ბენიტესი ჩაიბარებს. ორი დღის წინ ესპანელმა სპეციალისტმა "ლივერპულთან" ოფიციალურად გაწყვიტა ხელშეკრულება და ამით ფინანსური ხეირიც ნახა. ევროპული პრესა მაშინვე ალაპარაკდა, რომ ბენიტესი "მერსისაიდულ" კლუბს "ნერაძურიში" გადაბარგების პერსპექტივით დაშორდა. 
ახლა კი Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირენეელს "ინტერთან" მხოლოდ რამდენიმე საათი აშორებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ჩემპიონთა ლიგის ტირუმფატორის პრეზიდენტი მასიმო მორატი ბენიტესის კანდიდატურას სრულად იწონებს. ამჟამად 50 წლის პრეზიდენტი სამშობლოში ისვენებს, სადაც მორატი მას პირადად ჩააკითხავს და კონტრაქტის საბოლოო ნიუანსებს შეათანხმებს.
მოვლენების ასეთივე განვითარებას პროგნოზირებს კიდევ ერთი აპენინური გ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
623
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
05.06.2010
|
|
მაიკონი მოურინიოს "რეალში" არ მიჰყვება მილანის "ინტერისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, დუგლას მაიკონმა უარყო ხმები იმის შესახებ, რომ მან მადრიდის "რეალში” თამაშის სურვილი გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მადრიდულმა AS-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც მაიკონი თავის ერთ-ერთ უპირველეს სურვილად "სამეფო კლუბში” თამაშს ასახელებდა. 
"არ მითქვამს, რომ "რეალში” გადასვლა მინდა. "ინტერთან” კონტრაქტი 2014 წლამდე მაკავშირებს და ამ გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. "ინტერს” არ დავტოვებ, თუ ამის სურვილს კლუბის ხელმძღვანელობა არ გამოხატავს” – განაცხადა მაიკონმა იოჰანესბურგში, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახსნა, თუ რა უთხრა მან მადრიდული გაზეთის ჟურნალისტს: "მე ვთქვი, რომ თუ წინადადება იქნება, ერთადერთი კლუბი, სა
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1421
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
05.06.2010
|
|
"ინტერის" არგენტინელმა თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ ნაკრებთან ერთად ვარჯიშისას მარჯვენა ფეხი დაიზიანა, როდესაც იგი მოედანს ტოვებდა ჟურნალისტებს ჟესტით ანიშნა, რომ სერიოზული არაფერია. ექიმებს ჯერ ზუსტი დიაგნოზი და გამოჯანმრთელებისათვის საჭირო დრო არ განუცხადებიათ საზოგადოებისთვის
ნანახია:
633
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
05.06.2010
|
|
ჰოლანდიური "ტვენტეს” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, მარტო არნაუტოვიჩი, რომელმაც გასული სეზონი არენდის წესით "ინტერში” გაატარა, ამიერიდან ბრემენის "ვერდერის” ღირსებას დაიცავს. 
AP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ავსტრიელმა გერმანულ კლუბთან ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. თუ რა თანხა გადაიხადა "ვერდერმა” არნაუტოვიჩის სანაცვლოდ, ეს ჯერჯერობით არ ხმაურდება.
მარკო არნაუტოვიჩმა ოთხწლიანი პროფესიონალური კარიერის მანძილზე ერთადერთი სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე. პირველ ორ სეზონში მან ჰოლანდიის ჩემპიონატში გოლის გატანა ვერ მოახერხა. 2008-09 წლებში, 28 მატჩში 12-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი და სწორედ ამ სეზონში ნაჩვენები თამაშის წყალობით მიიპყრო "ინტერის” ყურადღება, მაგრამ სერია A-ში მან მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, სამივე შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა და თავი არაფრით გამოუჩენია.
ნანახია:
597
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
05.06.2010
|
|
დორტმუნდის "ბორუსია", ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მილანის "ინტერის" პორტუგალიელი ნახევარმცველის, რიკარდუ კუარეჟმას შეძენას ეცდება.
ამის შესახებ ცნობას გამოცემა A Bola ავრცელებს. 
26 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ თავად განაცხადა, რომ მილანურ კლუბს მიმდინარე ზაფხულში აუცილებლად დატოვებს, რადგანაც ამ გუნდის შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
"ინტერმა" კუარეჟმა 2008 წელს "პორტუდან" 18,6 მილიონ ევროდ შეიძინა. ნახევარმცველმა სერია A-ს 13 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და ის ექვსი თვით ლონდონის "ჩელსიში" გაანათხოვრეს. გასულ სეზონში, მილანელთა რიგებში მან მხოლოდ 11-ჯერ ითამაშა. კუარეჟმას შეძენა, "ბორუსიას" გარდა, იტალიურ "ჯენოას", პორტუგალიურ "სპორტინგს", თურქულ "ფენერბაჰჩესა" და "ბეშიქთაშს" უნდა. აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნებას გამორიცხ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
831
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
05.06.2010
|
| |