ჰოლანდიის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა, რომელიც თავის გუნდთან ერთად ახლა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება განაცხადა, რომ იგი არასოდეს დაბრუნდება მადრიდში, რადგან მას იქ ცუდად მოექცნენ.

"მე და ჟოზე მოურინიო კარგი მეგობრები ვართ, ამიტომ მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ "რეალში". იმედი მაქვს "ბლანკოსთან" ერთადაც მოახერხებს ტრიპლეტის შესრულებას და ისტორიაში შევა მწვრთნელი, რომელმაც სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად მოიგო ლიგა."
"მიუხედავად ამის მე მადრიდში არასოდეს არ დავბრუნდები, რადგან იქ პატივს არ მცემდნენ და ცუდად მექცეოდნენ."
"მართალია მოურინიო წავიდა, მაგრამ "ინტერში" მოვიდა ძალზედ მაღალი დონის სპეციალისტი რაფა ბენიტესი, რომელმაც იცის, თუ როგორ გაუკვალოს გზა გუნდს წარმატებისკენ, ამიტომ მე ვრჩები "ინტერში" და გავაგრძელებ მწვერვალების დასაპყრობად ბრძოლას" - დაასრულა
...
კითხვის გაგრძელება »