დეიან სტანკოვიჩი ვერ მალავს სიხარულს იმის გამო რაც დღეს "სან სიროზე" მოხდა და მთელი გულით მადლობას უხდის "ბარის" ფეხბურთელებს, რომლებმაც შეძლეს "მილანის" შეჩერება და ორი ქულის ართმევა 
"ჩვენ დღემდე "ბრეშიასთან" ვერ მოგებულ თამაშზე ვფიქრობდით, მაგრამ "ბარი" ძალიან დაგვეხმარა." – განაცხადა სტანკოვიჩმა
თანაგუნდელს მხარი მატერაცმაც აუბა:
"ჩვენ ვიცით, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადავდგით, მაგრამ ვერც სხვები წავიდნენ წინ და ეხლა წარმატების შანსი ისევ თანაბარია."
|