მიუხედავად იმისა, რომ სნეიდერი ეხლა ნაკრებშია, მაინც მომავალ მილანურ დერბზე ფიქრობს, მან შემდეგი კომენტარი გააკეთა: 
" გასული კვირა ძალიან წარმატებული იყო, რადგან ჩვენ მოვახერხეთ გამარჯვება და "მილანთან" ჩამორჩენა კიდევ უფრო შევამცირეთ. სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა და სიტუაცია ჩემპიონატში შეიძლება შეიცვალოს. ყველა დარჩენილი შეხვედრა ისე უნდა ჩავატაროთ როგორც უკანასკნელი. "როსონერი" არაა საუკეთესო ფორმაში, მათ ბოლო ორ მატჩში ქულები დაკარგეს, მაგრამ მათ დასვენების დრო აქვთ და ყველაფერს კარგად გაანალიზებენ. რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების."
|