გასულ შაბათს დილით ქალაქ მილანის მცხოვრებლებს ქუჩაში შემდეგი სურათის ხილვა შეეძლოთ: მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელი სამუეელ ეტოო გამალებით ევედრებოდა პოლიციელ ქალს, რომელიც ქუჩაში მოძრაობას არეგულირებდა, ეპატიებინა მისთვის დარღვევა და ჯარიმა არ ამოეწერა 
საქმე იმაში იყო, რომ ვარჯიშზე წასვლამდე კამერუნელმა ერთ–ერთ კაფეში შეიარა ყავის დასალევად და ცოტა ხანში კაფის თანამშრომელმა შეატყობინა, რომ ინსპექტორმა მის ავტომობილს ( Mercedes-Benz G55 AMG – სავარაუდო ღირებულება 230 ათასი ევრო) ჯარიმის ფურცელი მიაკრა არასწორი პარკირების გამო . ამის გაგონებისთანავე 29 წლის თავდამსხმელი სასწრაფოდ გამოვიდა ქუჩაში და დაიწყო ინსპექტორის გოგონას დარწმუნება იმაში, რომ სულ ერთი წუთით შეჩერდა და არ იცოდა, რომ მანქანის გაჩერება ამ ადგილზე აკრძალული იყო. თითქოს ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავია , მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი რომ ჯარიმა მხოლოდ 38 ევროს შეადგენდა და ფეხბურთელისათვის, რომელიც კვირაში 200 ათას ევროს ღებულობს ხელფასის სახით, ეს დიდ პრობლემად იქცა.
სამუელ ეტოომ, რომლის მანქანების კოლექციაში 30 უძვირფასესი ავტომობილია შეიძინა პენტჰაუზი ვია ტურატიზე. მის კერძო საკუთრებაში შედის სამი ბინა, რომლის საერთო ფარტი 1000 კვადრატულია და ხუთსართულიანი სახლის ბოლო სართულს მთლიანად იკავებს.
მედიის ინფორმაციით მისი ბუნგალოების ღირებულება 17 მილიონზე მეტს შეადგენს. საინტერესოა მხოლოდ ის, თუ რატომ მოაწყო ასეთი სცენა სამუელ ეტოომ 38 ევროს გადახდის გამო.




|