ლუიშ ფიგუმ, რომელიც "ინტერის" დირექტორატში მუშაობს, კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისტთა კენჭისყრის შედეგებზე."ინტერს" მეტოქედ "შალკე" ერგო და პორტუგალიელის აზრით ეს კარგი ვარიანტია "ნერაძურისათვის."

"ჩვენთვის კარგი კენჭისყრა იყო. მეოთხედ ფინალში გასული ყველა გუნდი ძალიან სახიფათოა. მე დიდ პატივს ვცემ "შალკეს". მთელ გუნდს და განსაკუთრებით რაულს, ვისთანაც ერთად ვთამაშობდი "რეალში".
– რამდენად გაუჭირდება "ინტერს"?
ტიტულის შენარჩუნება რათქმაუნდა რთულია, მაგრამ ჩვენ უკვე მეოთხედ ფინალში ვართ და ვაგრძელებთ ტიტულისათვის ბრძოლას. მართალია ბევრი ტრავმირებული გვყავდა სეზონის მანძილზე და ეხლაც ყველა ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. მაგრამ ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ ტიტულის დასაცავად და იტალიის ჩემპიონატის მოსაგებადაც. მართალია სტატისტიკა ჩვენს წინააღმდეგაა და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ ზედიზედ არავის მოუგია, მაგრამ რაღაც ყოველთვის ხდება პირველად. მთავარია ფინალში გავიდეთ და იქ რა მოხდება ამის გამოცნობა შეუძლებელია.
– კმაყოფილი ხართ "ინტერის" შედეგებით ამ სეზონში?
მთავარი ჩვენი ხასიათია და ამ ხასიათის დამსახურებაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში ვართ და ვაგრძელებთ ჩვენს გზაზე სვლას.
|