"ინტერის" თავდამსხმელმა გორან პანდევმა ის მიზეზები ჩამოთვალა თუ რატომ უნდა დაამარცხოს "ნერაძურიმ" "ბაიერნი"  " მე გეტყვით სამ მიზეზს, რატომაც უნდა დავამარცხოთ "ბაიერნი": პირველი, ჩვენი გულშემატკივარი იმსახურებს ამ გამარჯვებას, მეორე, ასეთ სერიოზულ მატჩებში ჩვენი გუდი გარდაიქმნება ხოლმე და მესამე , იმიტომ რომ ჩვენ "ინტერი" ვართ.
ეს შეხვედრა შარშანდელ მადრიდულ ფინალს მაგონებს და უნდა გავიმეოროთ ის შედეგი.
ბუნებრივია, "ბაიერნს" მაღალი კლასის შეტევის ხაზის საშუალებით შეუძლია ჩვენთვის პრობლემების შექმნა და ალბათ დაცვას შეასუსტებენ და იმედი მაქვს ჩვენ ამას გამოვიყენებთ. სწრაფი გოლი უნდა გავიტანოთ რათა ზეწოლა მოვახდიონოთ მოწინააღმდეგეზე."
|