"ინტერის" თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი მოუთმენლად ელის თავის პირველ მილანურ დერბს. 
" ეს ჩემი პირველი დერბია და მოუთმენლად ველი. მაგრამ ეს არ იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ოქროს მედლებისათვის. დერბის შემდეგ კიდევ 7 მატჩი გველის. რაც შემეხება მე პირადად, ბოლო ორი თვის მანძილზე ბევრი სასიამოვნო მომენტი განვიცადე და მინდა მეტს მივაღწიო, მოვიგო ტიტულები "ინტერში" ჩატარებულ პირველივე სეზონში."
|