მილანის "ინტერის” პრეზიდენტი, მასიმო მორატი მისი გუნდის ყოფილ წევრზე, მარიო ბალოტელიზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა იტალიელი ყოველთვის რთული ხასიათით იქნება გამორჩეული. 
"ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელი, მაგრამ ვერავინ შეცვლის ხასიათს. ბალოტელის ხასიათში შეგვიძლია დადებითიც დავინახოთ. მაგალითად, იგი ყოველთვის მომართულია საბრძოლველად. თითქმის ყველა, ბალოტელიში რთული ხასიათის ადამიანს ხედავს, მე კი ვიცი, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა საკუთად ოჯახთან ახლოს ყოფნა. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ იგი იტალიაში დაბრუნდება” – ავრცელებს მორატის სიტყვებს Football Italia.
|