იტალიური”ინტერის” პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ინგლისური ”მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესებას გამოხატავს მისი ფეხბურთელის, უესლი სნეიდერის მიმართ. 
ჭორები იმის შესახებ, რომ სნეიდერი "მანჩესტერში” დაიწყებდა თამაშს, არაერთხელ გავრცელდა. ყველფერთან ერთად დასახელებული იყო თანხა – 40 მილიონი ევრო, რომელიც ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას შეადგენდა.
სერ ალექს ფერგიუსონი სნეიდერში პოლ სქოულზის შემცვლელს ხედავს, რომელმაც ჯერ კიდევ არ გააგრძელა კონტრაქტი და სავარაუდოდ კარიერას ზაფხულში დაასრულებს.
მორატი მართალია ადასტურებს აღნიშნულ ჭორებს, მაგრამ იმასაც ამატებს, რომ "ინტერი” საკუთარ ლიდერებს ასე ადვილად ვერ შეელევა. შესაბამისად ჯერ არ არსებობს რაიმე წინაპირობა სნეიდერის გაყიდვის:
"ინტერესი სნეიდერის მიმართ, მართალც რამდენჯერმე გამოიხატა ინგლისელების მხრიდან, მაგრამ მე არ ვაპირებ ამ ადამიანის მოცილებას გვერდიდან. პირიქით, მსურს კიდევ მრავალი წელი ითამაშოს ჩვენთან. ის გუნდის ლიდერია და ძალიან გვჭირდება”
|