ინგლისური პრესის თანახმად, მილანის ინტერი, ლონდონის ტოტენჰემის ხორვატიელი ფეხბურთელით, კერძოდ კი ლუკა მოდრიჩითაა დაინტერესებული… როგორც ჩანს იტალიელები ლუკაში, ესტებან კამბიასოსა და დეიან სტანკოვიჩის ღირსეულ შემცვლელს ხედავენ და მზად არიან მის შესაძენად ყველაფერი გააკეთონ. 
გამოცემები იმასაც იტყობებიან, რომ ინტერის მოდრიჩით დაინტერესება ახალი ამბავი არაა, თურმე ხორვატიელი თავის დროზე ჟოზე მაურინიოსაც სდომებია… როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ინტერი მზადაა ლუკა მოდრიჩის სანაცვლოდ, "დეზებს”, გორან პანდევი და პლიუს 15 მილიონი შესთავაზოს.
მოდრიჩის ინტერში ნახვა, თავად მილანური კლუბის ფეხბურთელებსაც ძალიან სურს, ამას ხავიერ ძანეტის კომენტარიც მოწმობს:
"მოდრიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, ჩვენ მის წინააღმდეგ თამაში ორჯერ მოგვიწია და ყველამ დავინახეთ თუ რამხელა პოტენციალი აქვს ამ ფეხბურთელს…”
|