"ინტერის” თავდამსხმელი დიეგო მილიტო ჯერ კიდევ ტრავმას იშუშებს. სამწუხაროდ ვერაფრით ვერ მოხერხდა მისი სრული სამედიცინო შემოწმება. ექიმები ჯერჯერობით ვერ აკეთებენ პროგნოზს, როდის შეძლებს ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას. 
ასევე ძნელი სათქმელია მიიღებს თუ არა მილიტო მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში "ბაიერნთან", რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება.
მედია იუწყება, რომ 31 წლის ფეხბურთელი ვერ გამოჯანმრთელდება მატჩამდე და ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს ამ რთული ეტაპის დაძლევაში. მისი თანაგუნდელები კი უფრო ოპტიმისტურად უყურებენ დიეგოს ტრავმას და იმედოვნებენ მის გამოჩენას გერმანელების წინააღმდეგ თამაშზე.
|