მასიმო მორატი "უდინეზეს" თავდამსხმელის ალექსი სანჩესის თამაშით აღფრთოვანებულია და განაცხადა რომ მის შეძენაზე ოცნებობს . დონ მასიმოს იმედი აქვს რომ ამ ოცნებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აიხდენს 
22 წლის ჩილელი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონის უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელია და მისი კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა სხვა კლუბების წარმომადგენლების მხრიდანც
"ალექსის სანჩესი მართლაც ფანტასტიური ფეხბურთელია. ეს კარგად იყო ცნობილი რამდენიმე წლის წინაც.
"უდინეზემ" მის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა როგორც სპორტული ასევე ფინანსური თვალსაზრისით."
თავად სანჩესმა განაცხადა,რომ უახლოეს პერიოდში არ აპირებს "უდინეზედან" წასვლას, მაგრამ სავარაუდოდ იგი გუნდს ამ ზაფხულში შეიცვლის.
გარდა "ინტერისა" მისი შეძენა "იუვენტუსს", "ბარსელონას", "ჩელსსა" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურთ
|