მილანის "ინტერს” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის, განმეორებით შეხვედრაში ბრაზილიელი ლუსიო ვერ დაეხმარება. მილანელები მიუნხენის "ბაიერნს” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გაეჯიბრებიან. 
მილანის "ინტერის” ოფიციალური ვებ–გვერდი გვამცნობს, რომ ლუსიომ საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო "ბრეშასთან” ფრედ ნათამაშებ შეხვედრაში და მას სავარაუდოდ ხანგრძლივი მკურნალობის პროცედურის ჩატარება მოუწევს.
|