"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი აცხადებს, რომ დერბს "ინტერი" მოიგებს 
" მე "ინტერის" დიდი გულშემატკივარი ვარ. ემოციებით სავსე ვარ როცა მის თამაშს ვუყურებ. ვინ მოიგებს დერბს? რათქმაუნდა "ინტერი". ამას ვაცხადებ არა როგორც გულშემატკივარი, არამედ როგორც მწვრთნელი.
ისინი კარგ ფორმაში არიან და ეს თავდაჯერებულობის საუკეთესო სტიმულია, ისინი მოწინააღმდეგეს შიშის ზარს სცემენ. მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობაც სახიფათოა. ვფიქრობ "ინტერი" მოიგებს და სკუდეტოსაც დაეპატრონება."
|