ჰოლანდიური "ფეინოორდის” 18 წლის თავდამსხმელი, ლიუკ კასტაიგნოსი დღეს ოფიციალურად გახდება მილანის "ინტერის” ფეხბურთელი,გვამცნობს პოპულარული გამოცემა AP. 
დღეს ფეხბურთელი მილანური კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ კი დააკმაყოფილებს კლუბი მედიკოსების "გემოვნებას” მაშინ 2010/2011 წლის სეზონს სწორედ ამ კლუბში დაასრულებს ახალგაზრდა ფორვარდი. როგორც უკვე ცნობილია, კლუბები ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებულ ყველა წვრილმან დეტალზე არიან შეთანხმებულნი. აღსანიშნავია,რომ მიმდინარე სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა ლიუკმა და 9 გოლის გატანაც მოახერხა.
|