მილანის "ინტერის” ცენტრალური მცველი, ანდრეა რანოკია იტალიის ეროვნულ ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელმაც ფეხბურთელი, შესაძლოა, მილანური დერბის მიღმაც დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ სლოვენიასთან და უკრაინასთან გასამართ შეხვედრებში, საეჭვო იყო ტიაგო მოტას თამაშიც, მაგრამ ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელმა გამოჯანმრთელება მოასწრო.

|