ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, მიუნხენის "ბაიერნთან”, მილანის "ინტერს” ტიაგო მოტა ვერ დაეხმარება. 
ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელმა ტრავმა ჯერ კიდევ გასულ კვირაში მიიღო და მან "ბრეშასთან” გამართული შეხვედრა გამოტოვა. იყო იმედი, რომ იტალიის ნაკრების ნახევარმცველი მალე გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ როგორც გაირკვა, იგი "ბაიერნთან” გასამართ შეხვედრამდე, კლუბის ლაზარეთს ვერ დატოვებს. შეგახსენებთ, რომ მოტას გარდა, "ინტერს” "ბაიერნთან” დიეგო მილიტო, ვალტერ სამუელი და ლუსიო ვერ დაეხმარებიან.
|