დღეს დღის მეორე ნახევარში "ინტერმა" ვარჯიშები განაახლა დერბის წინ მოსამზადებლად. ფეხბურთელებმა ცოტა ბურთთან ერთად ივარჯიშეს და ლეონარდომ ასევე ტაქტიკური სწავლებაც გამართა 
ტიაგო მოტა და ჯამპაოლო პაცინი იტალიის ნაკრებიდან დაბრუნდნენ. გუნდთან ერთად ივარჯიშა ანდრეა რანოკიამაც.
ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა კრისტიან კივუ. ვესლი სნეიდერმა აღდგენითი პროცედურები გაიარა.
ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო პროგრამას გადის ვალტერ სამუელი და დავიდ სუაზოც. ხვალ გუნდს დანარჩენი ლეგიონერებიც შეუერთდებიან, რომლებიც ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი, ესენი არიან: ესტებან კამბიასო, მაკდონალდ მარიგა, იუტო ნაგატომო, ჯოელ ობი და ხავიერ ძანეტი.
|