ერთერთი ცნობილი სატრანსფერო ჭორი "მილანის” ნახევარმცველს, ანდრეა პირლოს ეხება, რომლითაც ასევე მილანის "ინტერი” დაინტერესდა. 
ფეხბურთელს კონტრაქტი "შავ-წითლებთან” მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და დღემდე არ მიუღია ახალი შემოთავაზება კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ "ინტერს” შანსი ეძლევა ახალი ფეხბურთელის შეძენის.
პირლომ ”მილანის” შემადგენლობაში ამ სეზონზე 20 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
|