მილანის "ინტერი” კონკურენტი "ნაპოლიდან” ნახევარმცველის,მარეკ ჰამშიკის გადაბირებით დაინტრესდა,გვამცნობს პოპულარული გამოცემა Tutto Mercato Web. 
ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი "ნაპოლისთან” 2015 წლამდე აკავშირებს, 24 მილიონ ევროს შედგენს. აღსანიშნავია ასევე, რომ 23 წლის სლოვაკი ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი” და კატალონიური "ბარსელონა”.
მიმდინარე სეზონში ჰამშიკმა 37 შეხვედრა ჩაატარა "ნაპოლის” მაისურით და მეტოქეთა კარში ათჯერ შეძლო გოლის გატანა,ექვსჯერ კი საგოლე გადამეცა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
|